"გამორიცხულია ივანიშვილმა გაიმარჯვოს," - ასე უპასუხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიერმა შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვას - თუ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა, აღიარებს თუ არა შალვა ნათელაშვილი საპარლემენტო არჩევნების შედეგებს.
ნათელაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას შეეცდება, ის სანქციებს მიიღებს.
"გამორიცხულია ივანიშვილმა გაიმარჯვოს. მე არ ვიცი ახლა რომელი ოპოზიცია გაიმარჯვებს, ვინ მეტ ხმას აიღებს, ვინ ნაკლებს, ვინ რაღაცაზე ვერ მორიგდება და ასე შემდეგ, მაგრამ გაყალბებული, ყველაზე ურცხვი არჩევნებითაც წარმოუდგენელია. თუ ვინიცობაა და მას ხელი გაეპარა და გაიფორმა გამარჯვება, იმ საათებში ის მიიღებს სანქციას თავის ქონებაზე, თავის მილიარდებზე, თავის აქციებზე და მსოფლიო მიიღებს საერთაშორისო დონის ოფიციალურ დამნაშავეს, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წამყანის კითხვაზე ის უშვებს თუ არა ოპოზიციის დამარცხებას, ნათელაშვილი აცხადებს, რომ "არა, არ უშვებს".
"ივანიშვილმა ხალხს, რომელსაც ასეთი ნდობა გამოუცხადა სულში ჩააფურთხა, სულში ჩაფურთხებას ჩვენ მას არ ვაპატიებთ," - აღნიშნა ნათელაშვილმა.