18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა

გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ დაწყებული გვაქვს საკმაოდ კარგი პროექტი, ეს არის ბინების გადაცემა, საცხოვრებელი ფართების, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ჩვენ წამოვიწყეთ ეს საკმაოდ კარგი პროექტი, რომლითაც უკვე ბევრმა ოჯახმა ისარგებლა და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 18 ოჯახს გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მინდა ყველა ამ ოჯახს მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას და ვისაც ანალოგიური პრობლემები გაქვთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას და თქვენ მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება," -  განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები