დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მოუწოდა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე დატოვონ. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ, ამუშავეთ დისტანციურად, ნუ მოსთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ასე, რომ ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ, თუ ეს თქვენ არ გიქმნით პრობლემას. ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა და ყველა გამგებელმა ეს გადაწყვიტეთ თქვენი შეხედულებისამებრ," – განაცხადა კახა კალაძემ.