18 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება - ირაკლი კოვზანაძე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი მთავარ ამოცანას პასუხობს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ როდესაც უმრავლესობა პროექტზე მუშაობდა, გაითვალისწინა და შეინარჩუნა ყველა ის პროგრამა, რაც მოქალაქეებს პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

"მთავრობამ გაითვალისწინა და წარმოადგინა ვალების მდგრადობის ანალიზი, რაც ჩვენ გვჭირდებოდა და განსაკუთრებული იყო ამ ვერსიაში. მოგეხსენებათ, რომ ვალი იზრდება ბიუჯეტში და თითქმის 55%-ს აღწევს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. შენარჩუნებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ იმისათვის, რომ დაძლეული იქნას პანდემიიდან გამოწვეული პრობლემები. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ ან ამ პერიოდში რჩებიან უმუშევარი, მიიღებენ იმ დახმარებებს, რომელსაც ჩვენ ვპირდებოდით," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე.

დღის ამბები