გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის მშენებლობა თვის ბოლომდე დასრულდება, ამ ეტაპზე კი, ტროტუარებისა და გადასასვლებების მოპირკეთება მიმდინარეობს. განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კალაძე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება გრძელდება.
კალაძის თქმით, ასევე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის რეკრეაციული ზონების მოწყობისთვის. მერის თქმით, გლდანის პატარა ტბის განვითარების პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. თვის ბოლოსთვის კი, ვარკეთილის ხევის საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც უკვე მის შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება