18 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მისი მოწინავეობა - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს ლუგარის ლაბორატორიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"დღეს, ჩვენ, პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები