რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინის მუქარისშემცველ განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა.
ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.
ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთის მუქარებზე ქვეყნის ხელისუფლებას სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს.
"ეს თავხედური მუქარა, ამ შემთხვევაშიც, გამოწვეულია წინა მუქარებზე არარეაგირებით. როცა სხვა, მაღალი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსწრაფვით ემუქრებიან საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს მთავრობა, რომლის მოქალაქეც არის გიორგი გაბუნია არაფერს არ ამბობს, ეს არის მოწვევა პირდაპირ, მოპატიჟებაა აგრესორისთვის, ოკუპანტისთვის, რომ მომავალშიც საფრთხე შეუქმნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"როდესაც არავითარი საპასუხო რეაქცია არ ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ დაგმონ ეს განცხადება, რომლესაც ოფიციალური პირები აკეთებენ, ფაქტობრივად მათ მხარეზე დგებიან," - აღნიშნა რომან გოცირიძემ
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ჟურნალისტი ან რომელიმე მოქალაქე შესაძლებელია გასამართლდეს, ან სანქცია შეეფარდოს რუსული კანონმდებლობით.