18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი - ირაკლი კობახიძე

დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ პროექტს კლანური მმართველობის შესახებ კენჭი უნდა უყაროს. საუბარია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებზე. ოპოზიცია ინიციატივას მხარს უჭერს, უმრავლესობა კი აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ეკა ბესელიას "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგს უწოდებს:

"ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება. მელიამ მისცა აღიარებითი ჩვენება თუ არ ვცდები "რუსთავი2"-ის ეთერი იყო 2 კვირის წინ, სადაც მან თქვა, რომ მათ დროს არსებობდა კლანი და სასამართლო დაქვემდებარებული იყო იუსტიციის სამინისტოს. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ სპეკულაციებს არ ერიდებიან"- განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები