18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ირაკლი კობახიძეს თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ - ეკა ბესელია

ეკა ბესელია სასამართლოში კლანის არსებობასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უკავშირებს ირაკლი კობახიძის აღშფოთებას და განცხადებას, სადაც მან ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგად მოიხსენია

"ირაკლი კობახიძეს  პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი, სასამართლოში კლანს ვახსენებ. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ეს კლანი ზუსტად განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როდესაც ამ მოსამართლეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა ამდენი უსამართლობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ევროპული საქართველო" სასამართლო სისტემის პოლიტიკური დევნისთვის გამოყენებაზე საუბრობს:

"ბიძინა ივანიშვილმა კლანთან გააფორმა კონტრაქტი, დაიქვემდებარა სასამართლო დ პოლიტიკური დევნისთვის იყენებს," - აღნიშნა ოთარ  კახიძემ, მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ სისტემის კლანისგან გათავისუფლება უნდა იყოს.

სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას ადასტურებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან მის წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.

დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ პროექტს კლანური მმართველობის შესახებ კენჭი უნდა უყაროს. საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ოპოზიცია ინიციატივას მხარს უჭერს, უმრავლესობა კი აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები