"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, სასამართლო კლანის წევრები წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ, მაგრამ "ქართული ოცნების" პერიოდში მათი გავლენა გაიზარდა.
"როდესაც რაღაც რეზოლუციაში ახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ სასამართლოში ეს ადამიანები... კი იყვნენ, მაგრამ იმ დროს შეიძლება 2 წლის განმავლობაში იყვნენ. აქ, ამათთან, 8 წლის განმავლობაში. ასეთი სიმღერა იყო, გაიზარდნენ გოჭები... გაეზარდათ დინგები, აი ეს კლიპი ნახეთ და მიხვდებით. ახლა გახდნენ ურჩხულები, ემსახურებიან ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ პროექტს კლანური მმართველობის შესახებ კენჭი უნდა უყაროს. საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულო პრობლემებზე. ოპოზიცია ინიციატივას მხარს უჭერს, უმრაველსობა კი აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.
ავტორი:მირიან გორგოძე