18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
არჩევნების მიმდინარეობისას, თუ ვინმეს აღმოაჩნდება ვირუსი, კომისია სრულად ჩანაცვლდება - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ადამიანების, კომისიის წევრების ტესტირება შეუძლებელი იქნება, რადგან მათი ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით 120 000-ია.

"არჩევნების ჩართული ადამიანების ჯგუფი დაახლოებით 120 000-ია. არჩევნების დღე არის ერთი კონკრეტული დღე და ტესტის ვალიდურობა არის 72 საათი. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ესეთი რაოდენობის ტესტი ჩატარდეს. ამიტომ, ჩვენ სხვა დაცვის ღონისძიებებს მივმართავთ. ჩვენ გვეყოლება დიდი ალბათობით ბრიგადა, თუ რომელიმე კომისიის წევრს შეექმნა პრობლემა და მისი ჩანაცვლება გახდება საჭირო, ის შეიცვლება, სავარაუდოდ.

არჩევნების პროცესში უბანზე, ამომრჩეველსა და კომისიის წევრებს შორის იქნება კონტაქტის პერიოდი ძალიან ხანმოკლე. სწრაფად გაივლის ეს პერიოდი და უშუალოდ შიგნით 15 წუთზე მეტი არავინ იქნება და ვეცდებით, რომ უბნებს გარეთ და შიგნით, ადამიანების თავმოყრაც არ მოხდეს.

თუ რომელიმე უბანზე ვინმეს აღმოაჩნდება კორონავირუსი, კომისია სრულად უნდა ჩანაცვლდეს, რადგან დიდი ალბათობით, ეს ხალხი ერთმანეთთან იქნებოდა იქამდეც კონტაქტში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები