მმართველი გუნდის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენა საქმიან ფორმატში ჩატარდეს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, პრემიერთან კითხვები ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ექნებათ.
"ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს.
არსებობს ეკონომიკური სერიოზული პრობლემები, რომლებმაც სერიოზულად დაარტყა როგორც ბიზნესს, ასევე ადამიანებს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოველით, რომ იქნება მსჯელობა. დიდი იმედი არ მაქვს და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი," - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილს პრემიერთან კითხვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ექნება.
გიორგი გახარია წლიური საანგარიშო მოსმენით პარლამენტში ხვალ წარდგება.