18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
იმედია, 8 მარტის შეთანხმების პირობებს გაითვალისწინებენ და საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენას ყველა მხარე დაესწრება - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში ყველა მხარემ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. ჰარცელი მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ის ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა იქნას განხორციელებული. 

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აუცილებელია 8 მარტის შეთანხმებაში და მის სრულად შესრულებაში ორივე მხარემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე სრულად გაითვალისწინებს 8 მარტის შეთანხმების პირობებს და საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენას დაესწრებიან. ეს იქნება არჩევნების სრულყოფილად ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები