18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
თანამდებობიდან ანა დოლიძის წასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის წასვლის შემდეგ, პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძეს, საკუთარი მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილება დღეს შეუჩერა, ახლა უნდა შეირჩეს მისი შემცვლელი.

ანა დოლიძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. დოლიძის გადადგომას წინ უძღოდა მისი უკვე ყოფილი კოლეგის, ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან მწვავე კრიტიკა.

დღის ამბები