18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტი არის სუს-ის და პროკურატურის მხარეს და არა ადამიანის უფლებების - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, ყველა სკანდალურ საქმეზე.

როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა კომიტეტი სუს-ის და პროკურატურის მხარესაა, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას.

"ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო. ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო, ია კერზაიას საქმეზე, ხორავას ქუჩის საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე. ხელი დააფარეს კონკრეტულ ფიგურანტებს.

რაც შეეხება რეაგირებას, ყველა ამ საქმეზე ხელისუფლებამ რა დაკვეთაც მისცა გამოძიებას, ეს დაკვეთა სრულდება. საქმის ფიგურები არიან მართლმსაჯულების მიღმა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების გამო ეს ყველაფერი ანგარიშში ძალიან კვალიფიციურად არის აღწერილი. 2013-1019 წლებში 107 რეკომენდაციაა სახალხო დამცველის მხრიდან, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას რეაგირება მოეხდინა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთ ფაქტზე არ დამდგარა შედეგი. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებების მხარეს არ არის. ის არის სუს-ის მხარეს, პროკურატურის მხარეს.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, სადაც პრემიერი წლიურ ანგარიშს წარადგენს, კითხვები აუცილებლად გვექნება. პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის პრემიერ-მინისტრი. ის არის ივანიშვილის თანაშემწე. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა. ხვალ ჩვენი კითხვები შეეხება 20 ივნისს, ღამეს, სადაც ადამიანებს თვალები დათხარეს. ვისაუბრებთ სიღარიბეზე და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. ოქტომბერში კი, ხალხი ხელისუფლებას პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები