18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
პარლამენტი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიება - სოფო კილაძე 20 ივნისის საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ყველა პირი ვინც 20 ივნისს დაარღვია კანონი და გარკვეულ გადაცდომაშია მხილებული ყველას უნდა მიეზღოს კანონის საფუძველზე. განცხადება სოფო კილაძემ "დღის კურიერის" ეთერში სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

"ყველა პირი ვინც დაარღვია კანონი, ვინც გარკვეულწილად გარკვეულ გადაცდომაშია მხილებული ყველას უნდა მიეზღოს კანონის საფუძველზე. თავისი პასუხისმგებლობის ნაწილი ყველამ უნდა აიღოს, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაშავდნენ მოქალაქეები და დაშავდა 80-ზე მეტი პოლიციელი, მე ვსვამ კითხვას, პოლიციელი ადამიანი არ არის? მას საკუთარი უფლება არ აქვს? პოლიციელსაც აქვს უფლება, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს. ვანდალიზმი არც პოლიციელის, არც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ არის მისაღები. ჩვენ ვხედავდით, რომ ოპოზიციის ნაწილმა განიზრახა შტურმით აეღო პარლამენტის შენობა. რა თქმა უნდა, იყო ძალის არაპროპორციულად გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ეს ცალსახად შემიძლია ახლაც გითხრათ. უნდა დაისაჯონ, ყველა კონკრეტულ პირს უნდა მიესაჯოს დანაშაულის პროპორციულად, რომელიც მან ჩაიდინა. პარლამენტი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიება და ყველა ის პირი, რომელიც არის დამნაშავე შესაბამისად პასუხისგებაში იქნას მიცემული," - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები