18 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი: მენეჯერია, ტექნოკრატი თუ პრემიერი - ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტზე

ხვალ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს მოუსმენს. გიორგი გახარია კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. სხდომას დაესწრება ოპოზიცია, მათ მთავრობის მეთაურთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი მესამედ ესტუმრება საქართველოს პარლამენტს, მას დიდი რაოდენობით კითხვების მოსმენა მოუწევს, რომლის ძირითადი ნაწილიც საქართველოს ეკონომიკას ეხება.

პრემიერთან კითხვები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც. პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პრემიერი ვალდებულია, პირველ რიგში, გაარკვიოს საზოგადოება, ფორმალური პრემიერია, თუ არა.

" ჩვენ უნდა მივიღოთ მისგან პასუხი, არის ტექნოკრატი, პრემიერ-მინისტრი, თუ უბრალოდ, მენეჯერი. ჯერჯერობით არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ პრემიერია. გაუცემელ კითხვებზეც მოვთხოვთ პასუხს. მაგალითად, ქვეყანა როგორ ყიდულობს სახელმწიფო ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან, ეს კი ძალიან სამარცხვინოა,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი კობა ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ ტურიზმის გარდა საქართველოს სხვა სტრატეგიაც უნდა ჰქონდეს ეკონომიკის გასამყარებლად.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ პრემიერის ხედვა სამომავლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც საინტერესო იქნება.

"პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, არჩევნები ჩაატაროს სამართლიან გარემოში. საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს გიორგი გახარიას და როგორ აპირებს დაგეგმარებას,"- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დღის ამბები