Euronews-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. სიის სამუშაო ვერსიაში საქართველოც შედის. სიაში არ არის აშშ, ბრაზილია და რუსეთი.
საქართველოს გარდა სიაში არიან ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამა, სენტ ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.
იმ კრიტერიუმებმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნები შეირჩა ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია და ხუთშაბათს 25 ივნისს გამართული შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. მსჯელობა 26 ივნისს გაგრძელდება.
ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების ნაწილისთვის საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან აპირებს. საზღვრები ამ დრომდე კორონავისრუსის პანდემიის გამოა ჩაკეტილი.