18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ვინც პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს და კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, პასუხს აგებს ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე-გიორგი ვოლსკი

"დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ყველამ მიიღოს მონაწილეობა, თუ არ უნდა სამომავლოდ პასუხი აგოს როგორც ქვეყნის, ასევე მომავალი თაობის წინაშე.

"დიდ პატივს ვცემ გერმანიის ელჩს, ყველას, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების ამბავში იყო ჩართული. ჩართულები იყვნენ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უყვართ. სიყვარულის გარდა, აქ არის პრაგმატული ინტერესიც, რომ აქ იყოს სტაბილურობა. რა უნამოსობაა, რომ ადამიანი ამბობდეს, თუ უცხოელები არიან ჩარეულები, საკონსტიტუციო ცვლილებას მე არ დავუჭერ მხარსო. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რაც გერმანიის ელჩმა თქვა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის პოზიცია, რომ გერმანიის ელჩმა რადგან თქვა, ჩვენ რატომ უნდა დავუჯეროთ. ეს პრივიტივიზმი უნდა დავივიწყოთ. ვინც პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს და არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ყველა, პრაქტიკულად, აგებს პასუხს ჩვენი მომავალი თაობის და საქართველოს წინაშე," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები