18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
სოციალური დახმარების ნაწილში 65 000 ქულა 100 000 ქულამდე გავზარდეთ, სისტემა გადახედვის პროცესშია - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სოციალური დახმარების სისტემის გადახედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარების სისტემა გადასახედი და სამუშაოა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სისტემის გადახედვა უკვე დაწყებულია, თუმცა პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია.

"ეკონომიკური კრიზისი გვაქვს გლობალური, მესმის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია, რომ უმუშევარი ადამიანები არ გვყავდეს და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ასეთი ადამიანები არ უნდა გვყავდეს, ვისაც სოციალური დახმარება დასჭირდება, თუმცა მაინც იქნებიან ასეთი ადამიანები და ეს გვესმის, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მსგავსი ბევრი შემთხვევა გვექნება.

სოციალური დახმარების მიზნობრიობის და დახმარების გადახედვის პროცესი დაწყებულია. დახმარების ნაწილში 65 000 ქულა 100 000 ქულამდე გავზარდეთ. სოციალური დახმარების სისტემა, როგორც ქულების, ასევე მიზნობრიობის და აღრიცხვის ნაწილში, გეთანხმებით, რომ არის გადასახედი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები