18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
მერიას და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის გადასახადის გადავადება დაევალა - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთ კითხვასთან დაკავშირებით პრემიერმა განმარტა, რომ თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის გადასახადის გადავადება დაევალა.

მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ქვემოიჯარეების გადასახადებიდან გათავისუფლების შესახებ ადგილობრივ კოდექსში ცვლილება უკვე შეტანილია და გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში უკვე შეტანილი იყო ეს ცვლილება. მერიას, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს, დაევალა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებების იჯარის გადასახადის გადავადება. საკანონმდებლო აქ ჩარჩო არსებობს თუ იქ რაღაცა ნიუანსია ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება და უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხით დაგიბრუნდებათ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები