18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"რუსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაუფარავად ემუქრებოდა ჩვენს მოქალაქეს" - მამუკა ხაზარაძე მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

"ლელო საქართველოსთვის" მთავრობის მეთაურის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ ანგარიშს ეხმიანება. მამუკა ხაზარაძე პრემიერის მიერ აქცენტირებულ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე საუბრობს და გახარიას კრიტიკულ წერილებს ახსენებს.

მამუკა ხაზარაძემ ასევე ოკუპაციაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების საპასუხოდ უმოქმედობაში დაადანაშაულა.  

"მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს მთავრობაში ამას იმეორებს, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არის მაღალ ნიშნულზე, დიახ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და ქართველი ხალხის და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არა "ქართული ოცნების" მთავრობასა და შეერთებულ შტატებს შორის. ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად, ასეთი ფრაზა ითქვა დღეს და ცოტა სამარცხვინოა, როცა სულ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ღია ტექსტით, დაუფარავად ემუქრებოდა ჩვენ მოქალაქეს. ამ ფონზე "ქართული ოცნების" მთავრობა არა თუ რაიმე პროტესტს აცხადებს, არამედ ერთი მკვეთრი პოზიციაც არ დაუკავებია არც პრემიერ-მინისტრს და არც "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ გაეპროტესტებინა ეს ურცხვი თავდასხმა ოკუპანტი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები