პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ღამეს პარლამენტში შეჭრა იგეგმებოდა. პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს "კურდღლები" უწოდა.
"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმ დღეს იყო პარლამენტის დაცვის წინა ხაზზე, ეს იყო ჩემი ქვემდგომი. მე ხომ შენობაში არ ვიყავი, ქალბატონი სამადაშვილი მემუქრებოდა, ახლა გაიქეცი აქედან თორემ ის ხალხი, გარეთ რომ არის შემოვარდებაო და გაგაგდებენ აქედანო. სადღაც 9 საათზე, თქვენი ეს ფრთა პარლამენტისთვის საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას ერთმანეთს რატომ არ უსვამთ, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა? მაგრები კი არა კურდღლები ხართ, რატომ იცით? ამისთვის რომ ემზადებოდით," - მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.