აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში შესაძლოა საქართველოსთვის საზიანო ცვლილებები შევიდეს, ინიციატორი სენატორი ჯიმ რიშია.
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არაა, რადგან გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია. დოკუმენტი გარკვეულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.