ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან ექვსი წელი შესრულდა. ამ თარიღს ფეისბუქით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს.
"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან ექვსი წელი შესრულდა! წინსვლისა და ახლო ურთიერთობის ამ წლებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ახლა უკვე მზადაა უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.