პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს თავდაცვის აქტის პროექტს ეხმაურება.
როგორც პრემიერი ამბობს, ოპოზიცია პარტნიორების დოკუმენტებს მათთვის სასარგებლო კონტექსტში თარგმნის. მთავრობის მეთაური ოპონენტებს თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს.
"რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი პროცესი არ შეჩერდეს. და ყველაფერ ამაზე ამ ავტორიზაციის აქტშიც საუბარი არის და რა თქმა უნდა იქაც ყველაზე დიდი ნაწილი არის პოზიტიურად შეფასებული.
დეზინფორმაციის, იგივე ფეიქ ნიუსების, მოდელირებული რეალობის მეშვეობით ადამიანებმა პოლიტიკური დავის მსჯელობის საგნად გახადეს საერთაშორისო დონეზე კონკრეტული სამართლებრივი საქმის კონკრეტული პერსონაჟის, ბატონი რურუას საკითხი, მასინ როდესაც ქართული საზოგადოებისთვის საერთოდ საკითხის მსგავს ტონალობაში დაყენება არის ტრაგიკული," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორება, რომელიც საქართველოს შეეხება აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან აღებული პირობები უნდა შესრულდეს.