სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს, ცოტა ხნის წინ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.
ნათელაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილეობისგან.
"რიშმა დაარეგისტრირა ცვლილებები ამერიკის აქტში, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის რეჟიმისათვის არამარტო საქართველოში, არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში აღარ რჩება ადგილი - პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისაგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას. შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან იქნება მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალად თანასწორი პლატფორმა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.