18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების აქცია - ლია გიგაური საფრანგეთის ელჩთან და მხარის რწმუნებულთან ერთად რუხში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად სოფელ რუხში იმყოფებოდა.

ლია გიგაურმა დიპლომატთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გამყოფ ხაზთან მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ ტკბილეულთან და საჩუქრებთან ერთად, პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვები პროდუქტების კალათები გადასცა.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების აქცია მთავრობის ადმინისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

დღის ამბები