18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საგანგაშო ცალსახად არ არის - დავით სონღულაშვილი აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის თავდაცვის აქტის დოკუმენტში მოსალოდნელ ცვლილებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

"საგანგაშო ცალსახად არ არის, ერთი რაც ფაქტია, ალბათ არის რაღაცა კითხვები რომელზეც ჩვენ სამუშაო გვექნება, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის ეტაპი, ალბათ არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. არ მგონია, რომ გაფრთხილება იყოს, ეს უბრალოდ მგონია კომენტარი, "- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოსთან მიმართებაში სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ერთერთ ასეთ პირობად კი ამერიკელი პოლიტიკოსი გიორგი რურუას გათავისუფლებას ასახელებს

დღის ამბები