18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
პარლამენტში კამპანია - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" დახურვის ცერემონია გაიმართა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად პარლამენტში კამპანიის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

"დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების იუბილეს ავღნიშნავთ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტრიკური ურთიერთობები ღრმავდება. ასეთ პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობაც, დღეს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკის ესეები 18 უნივერსიტეტიდან, რომელიც სხვადასხვა საკითხებს მოიცავდა. გამოვავლინეთ 7 გამარჯვებული," - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ.

დღის ამბები