საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე მხარდაჭერა აუცილებლად ექნება.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ პროექტს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხირდან, რომლებმაც ხმა მისცეს ამ დოკუმენტს მეორე მოსმენისას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთივე მხარდაჭერით იქნება მიღებული მესამე მოსმენით.
კითხვაზე, ელოდება, თუ არა, რომ რომელიმე დეპუტატი საკონატიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გადაიფიქრებს, კობახიძეს აღნიშნა: "თეორიულად, რომ დავუშვათ, რომელიმე დეპუტატმა ეს გააკეთოს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა "ნაციონალურ მოძრაობასთან." ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს. აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები," - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გაგა კახიანის განცახდებით, მმართველი ძალა შეთანხმების ერთგულია, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია, საკითს პოლიტიკური სპეკულაციისკენ იყენებს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკი დარწმუნებლია, რომ არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, რომელმაც წინა კენჭისყრებზე კანონრპოექტს მხარი დაუჭირა, რაიმე სახის გარიგებაში შევიდეს.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.