შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ისევ გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც დიპლომატმა საკონტიტუციო ცვლილებებამდე სამი დღით ადრე გააკეთა. ამჯერად "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჰუბერტ ქნირშის გაწვევას ითხოვს.
"ბიძინა ივანიშვილი მილიონებს ხარჯავს ამერიკასა და ევროპაში, რათა ლობისტური კომპანიები დაიქირაოს. ასეთი ჯიბეგაფხეკილი ელჩი, როგორიც იყო საფრანგეთის ელჩი, აქედან წავიდა მილიონერი. იგივე გზაზე მიდის გერმანიის ელჩიც, რომელმაც არაერთი უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთა, შესაბამისად ჩვენც არადიპლომატიური პასუხი გავეცით,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.