პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირმა ნადირაშვილი "დღის კურიერის" ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შედეგი საზოგადოების დამსახურებაა.
როგორც ირმა ნადირაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მთელი საზოგაოდება გადააგდო და დანაპირები სრულად მაინც არ შეუსრულა.
"ჩვენ არავითარი საფუძველი არავისთვის არ მიგვიცია, რომ გადავხედავდით გადაწყვეტილებას ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ჩვენ პირველ მოსმენაზე, როდესაც ვიგრძენით საშიშროება, მივეცით ხმა. შემდეგ, ჩვენი პოზიცია იყო საკმაოდ მკაფიო, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე ხმას აღარ მივცემდით.
ზოგადად დადებითია, რომ სისტემა შეიცვალა და გახდა პროპორციულთან მიახლოებული. ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი. კარგი იქნებოდა, რომ "ქართულ ოცნებას" მთელი მოსახლეობა არ გადაეგდო და დანაპირები შეესრულებინა, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"ელოდებოდით თუ არა, რომ შესაძლოა ცვლილებებს საფრთხე დამუქრებოდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიებიდან გვესმოდა ხშირად, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა ცვლილებების მიღება-ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ გარემო დამაბნეველი არ იყო და როდესაც ოპოზიცია ცვლილებების ჩავარდნაზე ფიქრობდა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის არასტაბილურობას ითვალისწინებდა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ შევიდნენ პირველი მოსმენის დროს დარბაზში.
"არავისთვის არა რის დამაბნეველი, პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ცვლილება ჩავარდებოდა. ვფიქრობდით ბიძინა ივანიშვილის არაპროგნოზირებად და არასტაბილურ გადაწყვეტილებებზე, სწორედ ამით იყო განპირობებული ჩვენი დარბაზში შესვლა.
რაც შეეხება მეორე და მესამე მოსმენას, "ქართულმა ოცნებამ" თავი შეიკავა მეამბოხე დეპუტატების დაჩი ბერაიას და ხუნდაძის წინ წამოწევისგან და ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ეს ყველაფერი არის საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგი და საზოგადოების დამსახურება,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.