"ვინც ხმა არ მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს,"- ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერში" გააკეთა და ოპოზიცია კენჭისყრაში არმონაწილეობის გამო გააკრიტიკა.
"პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი და ლეგიტიმურია, ბეჭედდასმული და მხარდაჭერილიც. საერთო კონსესუსი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ოპოზიციისთვის უკეთესი ყოფილიყო, თორემ საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს, გადაწყვეტილება როდესაც მიიღება, ის მხარდაჭერილია თუ არა მაინცდამაინც კონკრეტული პარტიის მხრიდან, თუმცა უკეთესი იქნებოდა, კიდევ უფრო ფართო მხარდაჭერა, თუმცა ჩვენ შევძელით და ფართო მხარდაჭერის გარეშე, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
მახსოვს პირველი მოსმენის შემდეგ სპეკულაციები, რომ მათ გადაარჩინეს პროპორციული სისტემა. მათი ვორდინგი იყო აბსულუტური ტყუილი.
ბოლო 30 წლის მანძილზე იყო არაერთი აქცია, მოთხოვნა, ჩვენი ქვეყანა ცდილობდა და ვერ ახრხებდა პროპორციულთან მიახლოებულ ან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ მოვახერხეთ რომ ქვეყნის ძირიღად კანონში ჩვენი ნებით და თამაშიდან რომ არ გასულიყო "ნაციონალური მოძრაობა", მათი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, 2020-ში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა გვექნებოდა,"-განაცხადა "დღის კურიერში" მამუკა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საკონტიტუციო ცვლილებები მიღებულია
საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.