18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.

დღის ამბები