18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დიდი ბრიტანეთის ელჩმა და ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა მიულოცეს

ქვეყანას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა მიულოცა. დეპუტატმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კენჭისყრაში ყველა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა.

კრამონი იმედოვნებს, რომ ეს მიღწევა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უფრო დემოკრატიულს და სამართლიანს გახდის. ევროპარლამენტარი ყველა პოლიტიკურ ძალას ურჩევს თავიანთი ძალისხმევა დემოკრატიული გარდაქმნებისკენ მიმართონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს საქართველოს დიდი ბრიტანეთის ელჩიც. ჯასთინ მაქენზი სმიტმა პარლამენტის გადაწყვეტილება ისტორიულ დღედ შეაფასა და კონსტიტუციურ ცვლილებებს დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

დიპლომატის განცხადებით, პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება, რაც მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას საქართველოს მომავლის შენებაში წვლილი შეიტანოს.

დღის ამბები