18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ტრენინგპროგრამები და საგამოფენო სივრცეები, სავარაუდოდ, ორშაბათიდან გაიხსნება - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ორშაბათიდან, სავარაუდოდ, ტრენინგპროგრამები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნება.

როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნა, თითოეული ბიზნესსაქმიანობის გახსნა წესების დაცვით მოხდება.

"ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული ბიზნესსაქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება და გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის დიდი ალბათობით უკვე ორშაბათიდან იქნება დაშვებული. ესენია: გამოფენები, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში. ჩვენ ვიმსჯელეთ და ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი და ორშაბათამდე ეს ყველაფერი იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების დაცვით ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ შეწყდეს ტრენინგპროგრამები და მეორე მხრივ, დავეხმაროთ ჩვენ სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ ეს შესაძლებლობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები