ორშაბათიდან პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება ნებადართული ხდება - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
ბექა ფერაძის განცხადებით, ეს იმ სასწავლებლებს შეეხება, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარეს. ასევე, ორშაბათიდან ნებისმიერი კონფერენცია და ტრენინგი დახურულ სივრცეში ნებადართული იქნება.
"ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომელმაც გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება. მომდევნო ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია დახურულ სივრცეში იქნება ნებადართული.
რაც შეეხება აუზებს, ფიტნესდარბაზებს და სხვა ეკონომიკურ აქტივობებს, რომელიც უნდა გაიხსნას, საბჭო დაკვირვებას აგრძელებს, როგორც სექტორის მზაობის მიმართულებით, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე," - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.