18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
იუსტიციის მინისტრს "ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს

იუსტიციის მინისტრს საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში იბარებს.

"ევროპული საქართველოს" წევრებს თეა წულუკიანთან კითხვები რამდენიმე მიმართულებით აქვთ, მათ შორის, უწყების შიგნით პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

"ვიწვევთ კომიტეტზე ქალბატონ წულუკიანს, რათა დაგროვილ კითხვებს გასცეს პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იუსტიციის სისტემაში პოლიტიკური შეხედულების გამო, საკმაოდ ხშირი იყო დევნის ფაქტები. ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ნახევარ მილიონ ლარამდე წააგო თეა წულუკიანმა სასამართლო დავებში,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.

დღის ამბები