თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
მინისტრმა და ელჩმა საქართველო-აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში დაგეგმილ ორმხრივ კონსულტაციებზეც ისაუბრეს.