18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში - ელიზაბეთ რუდის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა

"მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში," – ამ განცხადებას ელიზაბეთ რუდი აქვეყნებს.

ამერიკის ელჩის მოადგილის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

რუდმა საკუთარ ვიდეომიმართვაში ქართველებს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი.

დღის ამბები