"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება. მმართველი გუნდის განცხადებით, მთავარი საკითხი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იქნება:
"უმრავლესობის შეხვედრა გვაქვს პარტიაში, განვიხილავთ პირველ რიგში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები. ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ძირითად ნაწილში გათვალისწინებულია და საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული.
წინასაარჩევნო ფაზაში შევდივართ და ბუნებრივია, პარტიაში შეხვედრა დაეთმობა, ასევე, ამ საკითხებს,"- განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.