"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება, რომელზეც, როგორც მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მთავარი საკითხი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იქნება. ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია თავის ანტიდასავლურობას კიდევ ერთხელ გამოავლენს, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს:
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი "ევროპული საქართველო" ისეთ გზას ადგანან, მგონია, წინასწარ ემზადებიან, რომ პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხშირად აღარ მოუწევთ სიარული. როგორც ჩანს, ამ ნიადაგს ამზადებენ. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ჯგუფებისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას არიან მიცემულნი, ასეთი სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯები, თუმცა გააზრებული მათი მხრიდან. ისინი მიზანმიმართულად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, არ დაუჭირეს რა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. იმედს ვიტოვებ, მათი ანტიდასავლურობა გამოვლინდება ასევე იმით, რომ ისინი არც საარჩევნო ცვლილებებს დაუჭერენ მხარს, რომელიც ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.