სახელისუფლებო პარტიის წევრების შეკრება სათავო ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებია.
"ამ საკითხს სჭირდება შეჯერება. უმრავლესობაში უნდა შეიქმნას დადებითი პოზიცია, ვინაიდან ეს გახლავთ ორგანული კანონი და მის ცვლილებებს სჭირდება საკმარისი ხმები, ანუ 76-ზე მეტი ხმა. ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობები დაძლეული იქნება. ყველა რეკომენდაცია ჩვენთვის ღირებულია, მსჯელობა იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ქართული ოცნება" და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ საარჩევნო გარემოს," - განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კობა ლურსმანაშვილმა.
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა კენჭი ხვალ, 1-ელ ივლისს, პირველი მოსმენით უნდა უყაროს.