18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უმრავლესობას - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უმრავლესობის წევრები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე პოზიციების საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის შეიკრიბნენ.

 უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნება მიღებული. მათივე განცხადებით, გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის უმეტესი რეკომენდაციებიც, რაც დემოკრატიის ხარისხის ზრდასა და სპეკულაციების პრევენციას უზრუნველყოფს.

"ვაპირებთ, რომ ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, რაც მთავარია ვითვალისწინებთ ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს კითხვის ნიშნები იყოს, რაც შეიძლება, ნაკლები," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.

დღის ამბები