18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შემუშავებულია ფართო კონსენსუსით - ანრი ოხანაშვილი

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებების განხილვა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებების განხილვაში ყველა დაინტერესებული პირი იყო ჩართული.

"ეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შემუშავებულია ფართო კონსენსუსით. ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი საკითხი. მართალია "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა პროექტი და ჩვენი წარმოდგენილია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები.

ე.წ. 25 მეტრიანი რადიუსის პრინციპს ვეთანხმებით, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს რადიუსი. მაგრამ ერთია ეთანხმებოდე პრინციპს, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულება ფიზიკურად ვერ მოხერხდება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აჩქარებული წესით განიხილება, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

დღის ამბები