18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ძალიან ცუდი სიგნალია, რომელზეც პირდაპირი გავლენა მოახდინა მთავრობის საზიანო გადაწყვეტილებამ - ოპოზიცია ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის შესაძლო გაუქმებაზე

კომპანია Wizz Air-ის მიერ ქუთაისში არსებული ბაზის შესაძლო გაუქმებას ოპოზიცია ეხმაურება. იმას, რომ Wizz Air-ის ​ თვითმფრინავები შესაძლოა ქუთაისში აღარ იყოს ბაზირებული, ნეგატიურად აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სამსახურს კარგავს ის 150 ადამიანიც, რომელიც ამ ბაზასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუშაობდა:

"ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეხსნა რეგულარული ფრენები ევროკავშირთან. ქუთაისში აღარ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები, ეს ნიშნავს დაახლოებით 150 ადამიანის სამსახურის დაკარგვას," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

"ახალი საქართველოს" ლიდერი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პასუხს პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს და აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნა:

"კითხვას ვუსვამ გახარიას, რა გინდათ გაგვაგებინეთ, საბავშვო ბაღი ხომ არაა სახელმწიფო, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ გაიხსნას საზღვრები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები