18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია განხილვებში - პარლამენტის თავმჯდომარე ახსნა-განმარტებას ელოდება

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციისგან ელოდება ახსნა-განმარტებას, რატომ არ უჭერენ ხელისუფლების ოპონენტები მხარს იმ ცვლილებებს, რომლებსაც თავადვე მოითხოვდნენ. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ რეფორმების ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად აცხადებდა თავს, არ ესწრება დღეს ბიუროს სხდომას, როგორც ვიცი, საკომიტეტო განხილვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, როგორ ხდება ისე, რომ რასაც განცხადებებში მხარს უჭერენ და მეტიც, ამბობენ, რომ ეს ყოველთვის იყო მათი დიდი სურვილი და ინიციატივა, იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და კენჭისყრაში მხარს არ უჭერენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები