18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
დეკრეტული შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ - დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ შრომის კოდექსი მნიშვნელოვნად შეიცვლება

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ შრომის კოდექსი მნიშვნელოვნად შეიცვლება, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეიცვლება კანონი სტაჟიორების მიმართაც და დღეს თუ ისინი აღიქმებიან უფასო მუშახელად, ამას შრომის კოდექსის დადგენის შემდეგ ბოლო მოეღება.

"შრომით კოდექსში შეიცვლება დისკრიმინაციის თემა, ასევე დეკრეტული შვებულება გადაიხედება და მამებსაც ექნებათ შესაძლებლობა დეკრეტის აღების. ანაზღაურება, სამწუხაროდ, იგივე რჩება, ერთჯერადად ეს თანხა იქნება 1000 ლარი. 

დღეს ვერ შეიცვალა ანაზღაურება, რადგან საბიუჯეტო ხარჯი 30 მილიონი ლარით გაიზრდებოდა და ამის რესურსი არ იყო.

შეიცვლება ასევე სტაჟირების ამბავი, დღევანდლამდე სტაჟიორები გამოიყენებოდა ისე, როგორც უფასო მუშახელი და ისინი მოტყუებულები რჩებიან ზოგ შემთხვევაში. დადგინდება ნორმირებული და ზეგანაკვეთურის მუშაობის დრო.  იქნება დასვენების დღის უფლება და ეს  იქნება სიახლე. 

შემოდის ცვლილებების მთელი პაკეტი დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. დაპირისპირებული დამოკიდებულება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უნდა გალღვეს აუცილებლად და ეს ყველაფერი სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

ბოლო ნაწილი ამ პაკეტის იქნება აღსრულების მექანიზმები და სანქციები, რომ დარღვევები იქნას აღქმული. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია. ეს ცვლილებები იქნება შესრულებადი და თაროზე არ იქნება შემოდებული,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები