18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"1921 წელს მუსლიმი ქალები გვყავდა დეპუტატებად, აღარ არის საუბარი ჩვეულებრივ ქალბატონებზე" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა, რომ პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ქართველი ქალების შეურაცხყოფაა.

მან მაგალითად მოიყვანა მე-12 საუკუნეში თამარის მეფობა და 1921 წლის პარლამენტი, სადაც, მისი თქმით, "მუსლიმი ქალები გვყავდა დეპუტატებად, აღარ არის საუბარი ჩვეულებრივ ქალბატონებზე."

"მთავრობამ არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საქალეთს, ქართველ ქალს, იმ ქვეყნის დედებს, სადაც მე-12 საუკუნეში მეფობდა ქალი, დიდი თამარი და დაადგინა, ყოველი მეოთხე, საარჩევნო სიაში სავალდებულოდ ქალის ჩაწერა. კი მაგრამ, შეიძლება მინდა, რომ ათივე ქალი ჩავწერო, მაგრამ შეიძლება, არც ერთი ქალი არ არის, რომელსაც აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის, ან საჯარო საქმიანობის სურვილი. ვერ გავიგე ეს საარჩევნო სიაა, არჩევნებია, დეპუტატის არჩევაა თუ სასქესო ორგანოების არჩევნებს გვიტარებენ. ეს ხომ სირცხვილი და შეურაცხყოფაა ჩვენი ამაყი და მსოფლიოში სახელგანთქმული ქალების. ჩვენ ამის შემდეგ მოგვაქვს თავი მთელს მსოფლიოში, რომ მე-12 საუკუნეში ქალი იყო მეფე და რომ 1921 წელს მუსლიმი ქალები გვყავდა დეპუტატებად, აღარ არის საუბარი ჩვეულებრივ ქალბატონებზე, როცა დიდ ბრიტანეთში ქალებს ეკრძალებოდათ არჩევნებში მონაწილეობაც კი. ამ სისულელეს წერენ და ამას ეძახიან საარჩევნო რეფორმას,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაჩქარებულად განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 21-დან 30-მდე გაიზრდება. ინიციატივა ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". ფორმულა ითვალისწინებს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

დღის ამბები